image of plants

მაღალხარისხიანი ჩითილები
თქვენი უხვი მოსავლის წინაპირობაა

„ევროპული ჩითილები“ გთავაზობთ ბოსტნეულის და ყვავილების საუკეთესო ჩითილებს.

ჩვენი უპირატესობაა - ევროპული ტექნოლოგია და მეთოდიკა, სპეციალიზებული საჩითილე სათბურები, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გუნდი, მრავალწლიანი გამოცდილება, მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ევროპული დანადგარები და მასალები.

ჩვენი სერვისი

ჩვენ მოგაწვდით იმ ჩითილს, რომელიც გსურთ, როდესაც გსურთ და როგორი ფორმითაც გსურთ!

„ევროპული ჩითილები“ დასპეციალიზებულია მხოლოდ მაღალხარისხიანი ჩითილების მოყვანაზე. ასორტიმენტშია – წიწაკა, პომიდორი, კიტრი, სალათა, ნესვი, საზამთრო, ბადრიჯანი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო და მრავალი სხვა.

გამოგიყვანთ პრაქტიკულად ნებისმიერი ბოსტნეულის ჩითილს. ფასი დამოკიდებულია მცენარის სახეობაზე, მოყვანის პერიოდზე, კასეტის ზომაზე და რიგ სხვა დეტალზე.

ჩითილებს ვზრდით წინასწარი შეკვეთით, მაგრამ მაის-ივნისში გვაქვს გასაყიდად გამზადებული ჩითილებიც.

Image of plants
Image of plants
Image of plants
Image of plants
Image of plants
Image of plants

ჩვენ შესახებ

„ევროპული ჩითილები“ შეიქმნა მებოსტნეობის მსხვილი მეურნეობის ბაზაზე. თავიდან საკუთარი მოხმარებისთვის გამოგვყავდა ბოსტნეულის ჩითილები, რისთვისაც მოვიწვიეთ უმაღლესი დონის სპეციალისტები ევროპიდან. დიდი გამოცდილების დაგროვებისა და მაღალკვალიფიციური გუნდის ჩამოყალიბების შემდეგ, გავაფართოეთ საჩითილე სათბურები, აღვჭურვეთ საუკეთესო იტალიური დანადგარებით და უკვე წლებია ვამარაგებთ უმაღლესი ხარისხის ჩითილებით მრავალ ფერმერს საქართველოში.

საჩითილე მეურნეობაში ვიყენებთ იტალიური კომპანია Urbinati—ს კასეტების სათეს ხაზს და ჩითილების დაწვიმების მოძრავ ავტომატიზირებულ სისტემას — Boom Irrigation

ჩითილებს ვზრდით სხვადასხვა ზომის საჩითილე კასეტებში, რომლებიც სპეციალურად ჩამოგვაქვს პოლონეთიდან. ამ კასეტებს აქვთ ამოტრიალებული პირამიდის ფორმის უჯრედები, რაც ხელს უწყობს მცენარის ფესვთა სისტემის ვერტიკალურ განვითარებას, ჩითილის ამოღება გაადვილებულია და შესაბამისად არ ზიანდება ფესვთა სისტემა. საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ მრგვალი უჯრედების მქონე და რბილი პოლიეთილენით დამზადებულ საჩითილე კასეტები, რომლებშიც ხშირია ფესვის ჩახვევა, რაც შემდგომ საგრძნობლად აფერხებს გადარგული მცენარის ზრდას, ხოლო თუ კასეტა ოდნავ მაინც დაიჭყლიტა, რთულდება ჩითილის ამოღება და ამ დროს ზიანდება ფესვი.

სპეციალიზებულ სათბურებში ჩითილების გამოყვანა ხორციელდება მკაცრად კონტროლირებად პირობებში. ონლაინ-რეჟიმში ხდება ტემპერატურის, ტენიანობისა და განათების ინტენსიობის აღრიცხვა და მართვა. ლაბორატორიული ხელსაწყოებით ხორციელდება სუბსტრატის და სარწყავი წყლის მჟავიანობის (pH) და მარილიანობის (EC) მუდმივი კონტროლი.

ნებისმიერ მცენარეს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ესაჭიროება შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი – თესლის გაღივების პერიოდში, ნამდვილი ფოთლების წამოღებამდე, ფესვთა სისტემის განვითარებისას, გადარგვამდე გაკაჟებისას. ასევე ცვალებადია სასუქების სახეობები და დოზირება. ამის პარალელურად საჭიროა ფუნგიციდების და ინსექტიციდების ზომიერი დოზებით წინმსწრები წამლობა და არა მაშინ, როცა მცენარეზე ზიანი თვალნათლივ გამოჩნდება.

ჩვენ არ ვიყენებთ ჩითილების ზრდის რეგულატორებს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში შემდგომ ეტაპზე ხშირად ფერხდება გადარგული მცენარის განვითარება.